ახმეტის მუნიციპალიტეტი შედის კახეთის მხარის შემადგენლობაში. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით მუნიციპალიტეტი არის თვითმმართველი ერთეული, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი. მუნიციპალიტეტს გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. უნიციპალიტეტს ხელმძღვანელობს მერი.
მუნიციპალიტეტი მართვის ოპტიმიზაციისათვის დაყოფილია ადმინისტრაციულ ერთეულებად.
ახმეტის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის 1 ქალაქი, 15 ტერიტორიული ორგანო და 107 სოფელი (მთ შორის 51 ნასოფლარია). ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლები ერთიანდებიან ახმეტის, დუისის, ზემო ალვანის, ზემო ხოდაშნის, თუშეთის (ომალოს), კასრისწყლის, მატანის, მაღრაანის, ოჟიოს, საკობიანოს, ქვემო ალვანის, ქისტაურის, შახვეტილას, ხალაწანისა და ჯოყოლოს ადმინისტრაციულ ერთეულებში.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ფართობია 2207,6 კმ² და 2014 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 31 461 კაცს, ხოლო სიმჭიდროვეა 14,3 კაცი. მუნიციპალიტეტის ცენტრია ქალაქი ახმეტა. 2014 წლის აღწერის მიხედვით მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი სოფელი მოსახლეობის მიხედვით არის მატანი (4451 ადამიანი), ახმეტიდან ყველაზე დიდი მანძილით დაშორებულია სოფელი კასრისწყალი (162 კმ.).
1 |
ალავერდი |
17 |
დუისი |
33 |
ომალო |
49 |
ჩარექაული |
2 |
არაშენდა |
18 |
დუმასტური |
34 |
ომალო (ხალაწანის თემი) |
50 |
ჩაჩხრიალა |
3 |
არგოხი |
19 |
ვერხოვანი |
35 |
ოჟიო |
51 |
ჩიღო |
4 |
აწყური |
20 |
ვეძები |
36 |
საბუე |
52 |
ძიბახევი |
5 |
ახალდაბა |
21 |
ვეძისხევი |
37 |
საკობიანო |
53 |
წარო |
6 |
ახალშენი |
22 |
ზემო ალვანი |
38 |
საჩელე |
54 |
წინუბანი |
7 |
ახშანი |
23 |
ზემო ხალაწანი |
39 |
ფიჩხოვანი |
55 |
ჭართალა |
8 |
ახშნისველები |
24 |
ზემო ხოდაშენი |
40 |
ქვემო ალვანი |
56 |
ხევისჭაალა |
9 |
ბაბანეული |
25 |
კასლისწყალი |
41 |
ქვემო ხალაწაანი |
57 |
ხველიანდრო |
10 |
ბაყილოვანი |
26 |
კვავლო |
42 |
ქისტიაური |
58 |
ხორბალო |
11 |
ბირკიანი |
27 |
კოღოთო |
43 |
ქორეთი |
59 |
ხორხელი |
12 |
ბოჭორნა |
28 |
კოჯორი |
44 |
ყვარელწყალი |
60 |
ჯოყოლო |
13 |
ბუღაანი |
29 |
კუწახტა |
45 |
შახვეტილა |
|
|
14 |
დანო |
30 |
მატანი |
46 |
შენაქო |
|
|
15 |
დედისფერული |
31 |
მაღრაანი |
47 |
შუა ხალაწანი |
|
|
16 |
დიკო |
32 |
ნადუქნარი |
48 |
ჩაბინაანი |
|
|
|